logo_geo
eng_logo
ჯანმო: მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
- +

6 დეკემბერი. 2020. 03:13

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

 

ჯანმო-ს წარმომადგენელმა თურქეთში, ბატირ ბერდიკლიჩევმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი განცხადებით, ჯანმო-მ 25 ნოემბერს სპეციალური კამპანია წამოიწყო - „16 დღიანი აქტიური მოქმედება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ", რომელიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

კამპანიის ფარგლებში ჯანმო-სა და გაერო-ს ინსტიტუტები ალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებენ.

 

„კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა მიმართ ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი იაპონიაში დაახლოებით 15 პროცენტს, ხოლო ეთიოპიასა და პერუში 70 პროცენტს შეადგენს”, - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

 

მისი განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი მაღალშემოსავლიან ქვეყნებში დაახლოებით 23,2 პროცენტია, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში - 24,6 პროცენტი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში - 37 პროცენტი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - 37,7 პროცენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner