რომის პაპმა ფრანცისკე I-მა განაცხადა, რომ მსოფლიოში ამჟამად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, ომს ყველა ვერ ამჩნევს, რადგან ის ფრაგმენტულად და „ნაწილ-ნაწილ" მიმდინარეობს.
„მიმოიხედეთ გარშემო და დაინახავთ სამყაროს, სადაც ყველგან ომია... ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ”, - განაცხადა რომის პაპმა.
ფრანცისკე I-მა აღნიშნა, რომ ადამიანური ცოდვების გამო, ჩვენ ყოველთვის მტრობისკენ და ომისკენ მივიწევთ. რომის პაპის განცხადებით, ადამიანებს მათი მთავარი მოწოდება - ჰარმონიის, ძმობის, მეგობრობისაკენ სწრაფვა ავიწყდებათ.