logo_geo
eng_logo
პარიზში საპროტესტო აქციაზე 30-ზე მეტი პირი დააკავეს
- +

6 დეკემბერი. 2020. 11:49

 

საფრანგეთში, პარიზში, პოლიციამ საპროტესტო აქციის 30-ზე მეტი მონაწილე დააკავა, - ამის შესახებ UPI წერს.

 

დემონსტრანტთა დაკავება ვანდალური ქმედებების - მაღაზიების მინების ჩამსხვრევისა და ბარიკადების დაწვის შემდეგ დაიწყეს.

 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

 

საფრანგეთში პროტესტის ტალღა პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკალური პროდიუსერის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა. სადავოდ მიიჩნევა კანონპროექტი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა პოლიციისთვის ბოროტი განზრახვით ვიდეო, ან ფოტო გადაღება.

 

ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ძირს უთხრის პრესის თავისუფლებას, როდესაც საქმე ეხება პოლიციის სისასტიკის აღბეჭდვას, მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ ამით ოფიცრებს პირდაპირი შეურაცხყოფისგან დაიცავს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner