-
+
6 დეკემბერი. 2020. 12:16
დიდი ბრიტანეთის დედოფალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. ამის შესახებ გამოცემა „Daily Mail“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 94 წლის ელისაბედ II-ს აცრის რეკომენდაცია ექიმებმა მისცეს.
ვარაუდობენ, რომ დედოფალი მოსახლეობის სტიმულირების მიზნით ვაქცინაციის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებს.
ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კომპანია „Pfizer“-ის ვაქცინა დაამტკიცა.
წყარო :