logo_geo
eng_logo
ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები იმართება
- +

6 დეკემბერი. 2020. 12:38

 

 

ვენესუელაში საარჩევნო უბნები გაიხსნა. მოსახლეობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ირჩევს.

 

არჩევნები ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების კრიტიკის საგანია; ისინი მიიჩნევენ, რომ ესაა ნიკოლას მადუროს მცდელობაა, ხელში ჩაიგდოს ვენესუელის კიდევ ერთი სამთავრობო დაწესებულება. საერთაშორისო კრიტიკისა და ექსპერტების უნდობლობის მიზეზი არჩევნების მოსალოდნელი გაყალბებაა.

 

ოპოზიციური ძალების უმრავლესობა, რომელსაც სათავეში ხუან გუაიდო უდგას, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ვინაიდან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

 

აღსანიშნავია, რომ, 5 დეკემბერს, აღნიშნულ არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური თბილისი, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მთავრობა, ვენესუელის არჩევნების ცნობას არ აპირებს.

 

„ღრმად შეშფოთებულები ვართ ვენესუელაში მრავალგანზომილებიანი კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებით. საქართველო არ ცნობს 6 დეკემბრის გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვენესუელელი ხალხის, ხუან გუაიდოს, ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის გვერდით ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მათ სწრაფვაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner