-
+
6 დეკემბერი. 2020. 12:58
სომხეთის ოპოზიციური ძალები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობის დატოვებისთვის 8 დეკემბრამდე აძლევს დროს.
ადგილობრივმა ოპოზიციამ 5 დეკემბერს ერევანის ცენტრში საპროტესტო მსვლელობა გამართა. შეკრებილებს პოლიტიკური პარტია დაშნაკცუთიუნის (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია) წარმომადგენელმა მიმართა და აღნიშნა, რომ ფაშინიანმა თანამდებობა 8 დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა დატოვოს.
ოპოზიციის წევრთა განცხადებით, თუ ფაშიანიანი ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო გამოსვლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყებენ.
წყარო :