სამხრეთ კორეაში ბოლო 9 თვის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
-
+
6 დეკემბერი. 2020. 13:58
სამხრეთ კორეა სეულსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ბევრად უფრო მკაცრ სოციალური დისტანცირების წესებს შემოიღებს, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს.
როგორც „Reuters“ იუწყება, ბოლო 9 თვის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 631 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 37 576-ს გაუტოლდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში 545 ადამიანი გარდაიცვალა.
წყარო :