logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციას „სრული კატასტროფა“ უწოდა
- +

6 დეკემბერი. 2020. 14:09

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციას „სრული კატასტროფა“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

„გადაწყვეტილება, რომელიც ეუთო-მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო, სკანდალის ჩარჩოებს მიღმა სრული კატასტროფაა“, – განაცხადა ერდოღანმა ახლად აშენებული ავტომაგისტრალის გახსნის ცერემონიაზე.

 

ერდოღანმა რეზოლუცია აზერბაიჯანის ტერიტორიულ სუვერენიტეტზე თავდასხმად შეაფასა და მიუღებელი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი თავს არავის დასხმია, მან მხოლოდ საკუთარი ტერიტორიები გაათავისუფლა, რომელიც სომხეთის მიერ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში გაერო-სა და ეუთო-ს რეზოლუციების მიუხედავად იყო ოკუპირებული.

 

საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner