logo_geo
eng_logo
არგენტინის კონგრესმა პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესა
- +

6 დეკემბერი. 2020. 15:43

 

 

არგენტინის კონგრესმა პანდემიის წინაღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესა. BBC-ის ინფორმაციით, ახალი გადასახადის გადახდა იმ ადამიანებს მოუწევთ, რომელთა ქონებაც 200 მილიონ პესოს აღემატება, რაც 2.5 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

 

გამოცემის მიხედვით, ახალი გადასახადი სულ ქვეყანაში მცხოვრებ 12 000 პირს შეეხება.

 

გადასახადის დაწესებას კონგრესის 42 წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, 26 კი წინააღმდეგ წავიდა.

 

კანონპროექტის იდეის ავტორების განცხადებით, გადასახადებით შეგროვებული თანხა საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენის მკურნალობას მოხმარდება. ბოლო მონაცემებით, არგენტინაში კორონავირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს სულ მცირე 40 000 ადამიანი ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner