logo_geo
eng_logo
ლევან დარახველიძემ მესამე მასივში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

3 მარტი. 2016. 11:05



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ლევან დარახველიძემ მესამე მასივის 41-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.


წლების განმავლობაში სკვერი ანტისანიტარულ მდგომარეობაში იყო და მისი  აღდგენის თხოვნით ადგილობრივებმა მაჟორიტარ დეპუტატს მიმართეს. შედეგად, დეპუტატის შუამდგომლობით და ძალისხმევით სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო. მათ დასრულებას კი დაახლოებით თვენახევარში ვარაუდობენ.


საკრებულოს წევრმა, მოსახლეობასთან ერთად, იმავე რაიონში მდებარე  ორი საცხოვრებელი კორპუსიც დაათვალიერა, რომელთაც გამაგრება მისი უშუალო ძალისხმევით ჩაუტარდა.


გარდა ამისა, ამავე უბანში, დეპუტატის ძალისხმევით,  უახლოეს მომავალში სანიაღვრე ჭების სარემონტო სამუშაოები დაიწყება და ამ საკითხზე თანამშრომლობა წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" უკვე მიმდინარეობს.


„უახლოეს მომავალში ადგილობრივებს თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ.  ამავე უბანში გამაგრდა ორი საცხოვრებელი კორპუსი,  მალე  სანიაღვრე ჭებიც გარემონტდება. თანმიმდევრულად მივყვებით და ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც  მოსახლეობა მოითხოვს", - განაცხადა ლევან დარახველიძემ.


ლევან დარახველიძესთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის და რაიონის გამგეობის წარმომადგებლები იმყოფებოდნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner