logo_geo
eng_logo
იტალიის პოლიციამ კონტრაბანდული დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავა
- +

6 დეკემბერი. 2020. 16:46

 

იტალიის პოლიციამ კონტრაბანდული დაჯგუფების წევრობაში 19 ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, სამართალდამცველებმა კრიმინალური ორგანიზაცია გამოააშკარავეს, რომელსაც ავღანეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და პაკისტანიდან მიგრანტები იტალიასა და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში გადაჰყავდათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

სიცილიის პროკურატურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ქსელი აღმოაჩინა, რომლის წევრებსაც მიგრანტები დაქირავებული ან მოპარული აფრიანი ნავების მეშვეობით, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიაში გადაჰყავდათ. საქმეში ეჭვმიტანილები ერაყელი ქურთები, ავღანელები და იტალიელები არიან. გამოძიება 2018 წელს დაიწყო.

 

ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი, სადაც მიგრანტების ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი დოკუმენტები გამოიყენებოდა, ქალაქი ბარი იყო. კონტრაბანდისტების დაჯგუფებას მსგავსი პუნქტები ასევე მილანში, ტურინში და ვენტიმილიეში ჰქონდათ, რომელიც საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. სხვა პირები კი, რომლებიც ამ სქემაში იყვნენ ჩართულები, მიგრანტებისთვის იტალიაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად სამუშაო ხელშეკრულებებს აყალბებდნენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner