logo_geo
eng_logo
მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
- +

6 დეკემბერი. 2020. 16:47

 

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

 

საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუც და განაცხადა, რომ ქვეყანას სრულიად ახალი მთავრობა სჭირდება, ამისთვის კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა საჭირო.

 

სანდუ მოქმედ პრეზიდენტს, იგორ დოდონს ხელისუფლების ძალადობრივი გზით მითვისებაში ადანაშაულებს.

 

„კიდევ ერთხელ ხალხი რომ ვერ მოატყუა, ამაზე განაწყენებული დოდონი ცდილობს, ქვეყანა გადაწვას. მას ქაოსის პროვოცირება, კრიზისის გაღრმავება სურს, ცდილობს, საერთაშორისო იზოლაციაში გვამყოფოს, ის ცდილობს, შური იძიოს იმის გამო, რომ არჩევნები წააგო“, –  განაცხადა მაია სანდუმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner