logo_geo
eng_logo
აშშ-ში პოლიციელებმა ნაძვის ხე დამნაშავეების ფოტოებით მორთეს
- +

6 დეკემბერი. 2020. 17:44

 

 

 

აშშ-ში, ალაბამას შტატში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში საახალწლო ნაძვის ხე სამართალდამცავებმა კრიმინალებისა და ეჭვმიტანილების ფოტოებით მორთეს. პოლიციელების მიერ გაწყობილი ნაძვის ხის სურათის Facebook-ზე განთავსებამ მრავალი ნეგატიური კომენტარი და ამერიკელების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სამართალდამცავების ქმედებას „პათეტიკური“ უწოდეს.

 

Facebook-ზე გამოქვეყნებულ სურათს 7 900 კომენტარი მოჰყვა. ამერიკელებმა სამართალდამცავების ქმედება „დამამცირებლად და სასტიკად“ მიიჩნიეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner