აშშ-ში, ალაბამას შტატში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში საახალწლო ნაძვის ხე სამართალდამცავებმა კრიმინალებისა და ეჭვმიტანილების ფოტოებით მორთეს. პოლიციელების მიერ გაწყობილი ნაძვის ხის სურათის Facebook-ზე განთავსებამ მრავალი ნეგატიური კომენტარი და ამერიკელების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ BBC იუწყება.
გამოცემის ცნობით, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სამართალდამცავების ქმედებას „პათეტიკური“ უწოდეს.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ სურათს 7 900 კომენტარი მოჰყვა. ამერიკელებმა სამართალდამცავების ქმედება „დამამცირებლად და სასტიკად“ მიიჩნიეს.