logo_geo
eng_logo
ბავარიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება
- +

6 დეკემბერი. 2020. 18:39

 

 

ბავარიაში, სადაც გერმანიის მასშტაბით კორონავირუსისგან ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზით შეეძლება. შეზღუდვები შემსუბუქდება შობის, თუმცა არა ახალი წლის ღამეს. ახალი რეგულაციები რეგიონში ოთხშაბათიდან ამოქმედდება.

 

გერმანიაში კორონავირუსის მეორე ტალღაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის კიდევ 17 767 შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი ინფიცირების 1 171 323 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს 18 772 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 4 289 ბავარიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner