logo_geo
eng_logo
ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატოს წევრობისთვის მზადა
- +

7 დეკემბერი. 2020. 00:27

 

 

 

“ამ პროცესში მნიშვნელოვანია დიპლომატიური, საინფორმაციო და ეკონომიკური სივრცის გამოყენება. ასევე, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება. ეს იქნება ნათელი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ყოველთვის ვერ გააკეთებს იმას, რაც სურს. მაგალითად, იმას, რაც აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, ყირიმში, დონბასსა და ახლა უკვე მთიან ყარაბაღში გააკეთა, სადაც ე.წ. სამშვიდობოები განათავსა”, - ამის შსახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ბენ ჰოჯესმა „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ახლახანს, ვარშავაში გაკეთებულ განცხადებებზე. ჰოჯესმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზადაა და ამ მხრივ აქტიური მუშაობაა საჭირო.

 

„ვფიქრობ, საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის, თუმცა აქტიური მუშაობაა საჭირო ყველასთან, რათა კონსენსუსი შედგეს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. მაგალითად იმმით, რომ საქართველო მომავალ წელს ახალ სამოქმედო გეგმას მიიღებს. საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი აქტორია და შექმნილ რეალობაში მისი როლი კიდევ უფრო იზრდება.

 

საქართველომ აქტიურად უნდა გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა. ის, რომ ევროპა-აზიას შორის ერთგვარი ხიდია. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვაშინგტონმა მტკიცედ უნდა განაცხადოს, რომ საქართველოს ნატოში ხილვა სურს რაც შეიძლება მალე. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაცია ამას გააკეთებს. და კიდევ ერთი საკითხი, ესაა საქართველოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რაც შეიძლება მეტი სწავლება ნატოს ფარგლებში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია დიპლომატიური, საინფორმაციო და ეკონომიკური სივრცის გამოყენება. ასევე, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება. ეს იქნება ნათელი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ყოველთვის ვერ გააკეთებს იმას, რაც სურს. მაგალითად, იმას, რაც აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, ყირიმში, დონბასსა და ახლა უკვე მთიან ყარაბაღში გააკეთა, სადაც ე.წ. სამშვიდობოები განათავსა“, - განაცხადა ჰოჯესმა.

 

1-2 დეკემბერს ქ. ვარშავაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ჩატარდა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მონაწილეობდა. ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები განიხილეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner