logo_geo
eng_logo
უმძიმესი ავარია კახეთის გზატკეცილზე – გარდაიცვალა 22 წლის გოგო
- +

7 დეკემბერი. 2020. 00:42

 

 

კახეთის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა და შემთხვევის შედეგად ადგილზე, ამავე ავტომანქანის მძღოლი, 22 წლის გოგო დაიღუპა.

 

გარდაცვლილის მეგობარი „მთავართან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მძღოლი მანქანას სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მართავდა.

 

„მე კარანტინში ვარ. მომხდარი ავარიის შესახებ მეგობრებმა მითხრეს, ფოტოებიც გამომიგზავნეს. ვინც დაიღუპა არის ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარი. საერთო მეგობარმა მითხრა, რომ ავარიას გვერდზე აუარა და გააჩერა, ნახა, რომ მანქანაში ჩვენი ჯგუფელი იყო. ის ადგილზევე გარდაიცვალა. 22 წლის იყო“

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner