logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: გარეჯი გაყიდულია!
- +

7 დეკემბერი. 2020. 01:40

 

 

 

„ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ამ დოკუმენტი გამო ციხეში ტყუილად სხედანო! – ეგრე არ არის!“ - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძენ, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

ექსპერტის განცხადებით,  არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დავითგარეჯს საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს.

 

„ჩვენ ხელთ გვაქვს 2006 წლის ივლისით დათარიღებული კომისიის ოქმი, სადაც პირდაპირ წერია – მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვარმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაიაროს მთის თხემზე! ეს გახლავთ შუალედური დოკუმენტი, რომელსაც კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი მანჯგალაძემ ხელი არ მოაწერა და ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემიდან წავიდა. აი, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მთის თხემზე... ეს არ იყო დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საბოლოო დოკუმენტი, ეს შუალედური დოკუმენტი გახლდათ, რომელიც, რა თქმ უნდა, სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ შეიქმნებოდა!

 

აიღეს თუ არა გარეჯის გაყიდვაში ფული  ეს უკვე გამოძიების საქმეა! ფაქტია, რომ გარეჯის თემა გაყიდულია, მაგრამ რამდენად, რის გამო და რაში, არ ვიცი! ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რომ გაიძახის – ორი მხცოვანი მეცნიერი – ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ამ დოკუმენტი გამო ციხეში ტყუილად სხედანო! – ეგრე არ არის! 2006 წლის ივლისის შუალედურ ოქმზე, რომლის ძალითაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მთის თხემზე დადგნენ, სწორედ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ხელმოწერებია! ეს დოკუმენტი ჩვენ აზერბაიჯანთან სალაპარაკოდ არ გამოგვადგება, მაგრამ იმის გასაცნობიერებლად ძალიან კარგია, რომ 1996 წლიდან 2006 წლამდე ამ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიამ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების შეცდომაში შესაყვანად ყველაფერი გააკეთა.

ეს დოკუმენტები აქამდე სად იყო მიკვირს და ვერაფრით ამიხსნია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რატომ არ ანიჭებდა!

 

ამ დოკუმენტების მიხედვით, დავითგარეჯს აუცილებლად დავიბრუნებთ, სხვა ვარიანტი არ არსებობს! მაგრამ, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება ვირზე შეჯდება, ეგ არ ვიცი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ დიპლომატიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე, მეტსაც გეტყვით, სააკაშვილის მმართველობისას სომხეთს წაღებული აქვს ჰუჯაბი და მისი შემოგარენი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მარნეულის რაიონს ეკუთვნოდა. არადა, ამის შესახებ ჯერჯერობით კაციშვილი ხმას არ იღებს, მოკლედ, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, სააკაშვილის მემკვიდრეობა ასეთია – სომხეთი საქართველოს სიღრმეში 500 მეტრით, ხოლო აზერბაიჯანი, სულ მცირე, 3 კილომეტრით არის შემოჭრილი!“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner