logo_geo
eng_logo
მედია: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ფლორიდაში გაემგზავრება
- +

7 დეკემბერი. 2020. 10:45

 

 

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ გამოცემა „Axios“ წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციის დღეს ტრამპი თეთრ სახლს ვერტმფრენით დატოვებს და ფლორიდაში გაემგზავრება. ფლორიდაში ის მხარდამჭერებს შეხვდება და მიტინგზე ოფიციალურად განაცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner