logo_geo
eng_logo
იან კელი: არ გვაქვს დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო
- +

3 ივლისი. 2016. 10:25


ჩვენ არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად ახმედ ჩატაევის დასახელების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.


როგორც ელჩმა აღნიშნა, მსგავსი ინფორმაცია მან მედიით შეიტყო, თუმცა ამის დადასტურება ჯერ არ მომხდარა.


რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასაც დაეკისროს, ვინაიდან ახმედ ჩატაევს საპატიმრო სასჯელი 2012 წლის შემდეგ მოეხსნა, ელჩმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ის შეუძლია თქვას, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან ამერიკულ მხარეს ფანტასტიური ურთიერთობა აქვს.


ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ფანტასტიური და სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც იბრძვის ტერიტორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის აუცილებლად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გაცვლა. ეს ფაქტი მოხდა 4 წლის წინ და მე არ შემიძლია ახლა შევაფასო ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გამოშვება", - განაცხადა იან კელიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner