logo_geo
eng_logo
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან სამი ჩვილი განიკურნა
- +

7 დეკემბერი. 2020. 10:51

 

 

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრში ჩვილები გამოჯანმრთელდნენ. კოვიდ0ცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა, აქედან ორი - ერთი თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკისაა. როგორც ცნობილია, ჩვილების დაინფიცირება დედასთან კონტაქტის შემდეგ მოხდა.

 

ამ დროისთვის კლინიკაში მედიკოსები 14 ჩვილს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვილებიდან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ხოლო ყველაზე პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner