logo_geo
eng_logo
ტედროს გებრეიესუსი: ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეების საყვარელ ადამიანებთან გატარება, მაგრამ გულდამშვიდებულები არ უნდა ვიყოთ
- +

7 დეკემბერი. 2020. 10:55

 

 

„ყველას გვინდა, მოახლოებული სადღესასწაულო დღეების საყვარელ ადამიანებთან გატარება, მაგრამ არ უნდა ვიყოთ გულდამშვიდებულები. COVID-19 ცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგვიძლია, ვიზეიმოთ. იყავით ფრთხილად, დაიცავით ადგილობრივი მითითებები, დარჩით ოჯახთან და მოერიდეთ ხალხმრავლობას“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე და ვიდეორგოლს აქვეყნებს.

 

 

„პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავებს უნდა დაუსვათ არის: ნამდვილად გჭირდებათ მოგზაურობა? იზეიმეთ თქვენს ოჯახთან ერთად და თავიდან აირიდეთ სხვადასხვა ოჯახის შეკრება. თუკი სხვა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გიწევთ, ეცადეთ, მათ ღია სივრცეში შეხვდეთ, შეინარჩუნოთ დისტანცია და ატაროთ პირბადე. როდესაც აეროპორტებში, მატარებლების ან ავტობუსების სადგურებზე იქნებით, ან თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში ისხდებით, თან გქონდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები ან ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. თუკი თავს კარგად ვერ გრძნობთ, არ იმოგზაუროთ. თავი აარიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს. ეცადეთ, იმ დროს წახვიდეთ საყიდლებზე, როცა ნაკლები ხალხი იქნება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ ონლაინ“, - აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner