კახეთშის რეგიონში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. Imedinews-ის ინფორმაციით, ვირუსს ემსხვერპლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები 71 წლის კაცი, რომელიც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა.
COVID-19-ით გარდაიცვალა ასევე დედოფლისწყაროს მკვიდრი, 84 წლის ხანდაზმული. ის რამდენიმე დღის განმავლობაში საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა, თუმცა ვირუსისა და თანხმლები დაავადებების გამო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
ბოლო რამდენიმე კვირაში, კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის დაინფიცირების 5 224 შემთხვევაა დაფიქსირებული.