logo_geo
eng_logo
ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი ახალქალაქში ხვალ შემოვა
- +

7 დეკემბერი. 2020. 11:05

 

 

თურქული მედიის ინფორმაციით, ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი ქვეყანას 8 დეკემბერს დატოვებს და ახალქალაქში შეჩერდება. მატარებელი სტამბულიდან 4 დეკემბერს გამოვიდა. გეგმის მიხედვით, მატარებელმა 8 693 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს. ის გადალახავს 2 კონტინენტს, 2 ზღვას, გაივლის 5 ქვეყანას და ტვირთს ჩინეთში 12 დღეში ჩაიტანს.

 

თურქული პროდუქტით დატვირთული მატარებელი ჩინეთამდე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით მივა.

 

მატარებელი თურქეთის ქოჯაელის პროვინციაში მცირე ხნით გაჩერდა და შემდეგ საქართველოს მიმართულებით სვლა განაგრძო. ახალქალაქში გაჩერების შემდეგ, სატვირთო მატარებელი აზერბაიჯანში, შემდეგ ყაზახეთში, ბოლოს კი ჩინეთის ქსიანის პროვინციაში ჩავა.

 

მატარებელი დატვირთულია თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ტვირთი 42 კონტეინერშია განთავსებული.

 

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში.

 

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან. ამ პერიოდიდან დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner