ხანძარი იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში. imedinews-ის ინფორმაციით, ცეცხლი მილაშვილის მეცხოველეობის ფერმას გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად ვერ მოხდა.
ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი უცნობია. საქმეზე გამოძიება ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით დაიწყო.