logo_geo
eng_logo
პოლიციამ მინსკში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა
- +

7 დეკემბერი. 2020. 11:13

 

 

ბელარუსის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტი ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, მოქალაქეებს ბრალი ედებათ „მასობრივი ღონისძიებების ორგანიზების ან ჩატარების ბრძანების დარღვევის“ მუხლით და მათ მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული პროცესი. მინსკის აღმასრულებელ კომიტეტში აცხადებენ, რომ ზოგ ადგილას აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას შეეცადნენ, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.

 

ბელარუსის ათეულობით მოქალაქე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის უკვე გაასამართლეს. ბელარუსში მოსახლეობამ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner