logo_geo
eng_logo
საქართველოში 417 ინფიცირებული ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება
- +

7 დეკემბერი. 2020. 11:17

 

„საქართველოში, კორონავირუსითი ინფიცირებული 25 911 ადამიანიდან 1135 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 002, აჭარაში - 1 047, იმერეთში - 1 362. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135 პირი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 161, იმერეთში - 251. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 49, იმერეთში - 52.

 

3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 224 - თბილისში, 1 788 - აჭარაში, 422 - იმერეთში.

 

15 204 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner