logo_geo
eng_logo
„WSJ“: შვედეთის მშპ და უმუშევრობის დონე ათწლეულების ანტირეკორდს ხსნის
- +

7 დეკემბერი. 2020. 11:19

 

 

„ახალი კორონავირუსის შეზღუდვებისგან დიდი თავშეკავების შემდეგ შვედეთი თავის პანდემიურ ექსპერიმენტს ამთავრებს“, - ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „The Wall Street Journal“ წერს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ შვედეთი ზამთრის სეზონს შეზღუდვებით იწყებს და აკრძალვა ცხადდება მთელ რიგ საკითხებზე - დიდი თავყრილობებით დაწყებული, ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვებით და სკოლების დახურვით დამთავრებული.

 

„შვედეთის მთავრობა სავალდებულო ზომებს აწესებს მას შემდეგ, რაც ახალი კოვიდ-ინფექციის აზვირთებული გავრცელების ტალღის შეკავება წარუმატებლად მთავრდება. შვედეთის მშპ და უმუშევრობის დონე ათწლეულების ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ეცემა. ასე დასრულდა შვედეთის ექსპერიმენტი ახალ კორონავირუსთან მიმართებით! შემოდგომის ბოლოს აზვირთებული ინფიცირების ტალღის შემდეგ, რამაც შედეგად ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მოიტანა, შვედეთის მთავრობამ დასავლეთ ევროპაში უნიკალურ მცდელობაზე უარი თქვა და პანდემიის შეკავებას ნებაყოფლობითი ზომებით აღარ შეეცდება. სხვა ევროპელების მსგავსად, შვედები ზამთრის სეზონს მთელი რიგი აკრძალვებით იწყებენ“, - წერს „The Wall Street Journal“.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner