logo_geo
eng_logo
სტამბოლში დაკავებულ რუს ჟურნალისტებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
- +

7 დეკემბერი. 2020. 12:52

 

 

სტამბოლში რუსული ტელეკომპანია НТВ-ჟურნალისტი და ოპერატორი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მათ, შესაძლოა, ჯაშუშობაში წაუყენონ ბრალი.

 

თურქეთის კანონების მიხდვით, სამხედრო ობიექტებზე არასანქცირებული გადაღება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯაშუშობა კი 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რუსი ჟურნალისტები თურქეთში 3 დეკემბერს დააკავეს. მათ გადაღებებისთვის აუცილებელი ნებართვები არ ჰქონდათ. ისინი გადაღებებს თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებლის შტაბ-ბინასთან ახორციელებდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner