„ფაქტია, რომ სწორედაც ნაცების ბელადმა სააკაშვილმა და მისმა ვითომ ყოფილმა, რეალურად კი მოქმედმა სარდალმა ბოკერიამ გასცეს ბრძანება და შეაშინეს სრულიად ოპოზიცია: არ შეხვიდეთ პარლამენტშიო და ესენიც დამფრთხალ-დაბულინგებულები ნაბიჯს ვერ დგამენ წინ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ოპოზიციას მოუწოდებს, რომ თუ ეს ასე არ არის, საქმით დაამტკიცონ, ვინაიდან ისინიც პოლიტიკოსები არიან.
„აკი სხვადასხვა დამოუკიდებელი პარტია ვართო? ან ელჩებთან რას დადიხართ ამდენი? შევიდოდა რომელიმე „ნაცი“ და მორჩილად დაელოდებოდით ამბავს შალიკოს ფანჩატურში. თუ ეს ასე არაა, დაამტკიცეთ, რომ თქვენც პოლიტიკოსები ბრძანდებით, საქმით დაამტკიცეთ“,- წერს ნიკოლეიშვილი.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.