logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ილოცოს სააკაშვილმა, რომ ჩატაევი სტამბოლის ტერაქტში არ იყოს გარეული
- +

3 ივლისი. 2016. 11:44


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით ლოცვას ურჩევს.


როგორც მან „შაბათის კურიერში" განაცხადა, ჩატაევი უკანონო პატიმარი იყო და ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს.


ჩვენს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ჩატაევთან და არც ტერორიზმთან. სააკაშვილმა ილოცოს, რომ ჩატაევი არ იყოს ამ საქმეში გარეული. ილოცოს იმიტომ, რომ მასაც მოუწევს დაკითხვაზე მისვლა", - განაცხადა სესიაშვილმა.


უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი „ორი ლიმონკის ჩადების ბრალდებით იყო დაკავებული და არა ტერორიზმის".


მისი თქმით, ჩატაევს საკმაოდ დიდი ინფორმაცია ჰქონდა და ყოფილ პრეზიდენტს, მისი ციხიდან გათავისუფლება სწორედ ამიტომ არ სურდა.


ამაზე სწორედ სააკაშვილს მოუწევს პასუხისგაცემა. ამაზეა ნათქვამი, თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. ასე რომ ცდილობს, ჩვენს ქვეყანას ავნოს, იმიტომ შემოუტრიალდა ეს ინფორმაცია", - აღნიშნა სესიაშვილმა.


ამასთან, სესიაშვილის მტკიცებით, ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და მათ დავალებებს ასრულებდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner