logo_geo
eng_logo
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ყაჩაღობა მოხდა
- +

7 დეკემბერი. 2020. 14:21

 

 

ხობის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა. სოფელ ნოჯიხევში ორი ნიღბიანი შეირაღებული პირი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. სახლში ხანდაზმული ქალი მარტო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს ხობის პოლიციის სამმართველო, ასევე ადგილზე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.

 

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner