ხობის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა. სოფელ ნოჯიხევში ორი ნიღბიანი შეირაღებული პირი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. სახლში ხანდაზმული ქალი მარტო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს ხობის პოლიციის სამმართველო, ასევე ადგილზე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.