აიათოლა ალი ხამენეის შეუძლოდ ყოფნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მისი გარემოცვა უარყოფს
-
+
7 დეკემბერი. 2020. 16:06
ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის შეუძლოდ ყოფნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მისი გარემოცვა უარყოფს.
ადგილობრივი მედია ხამენეის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე მეჰდი ფაზაელიზე დაყრდნობით იუწყება, რომ სულიერი ლიდერი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ცოტა ხნით ადრე სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხამენეიმ უფლებამოსილება დროებით თავის ვაჟს გადააბარა.
წყარო :