logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „გირჩის“ გულშემატკივარი და ამომრჩეველი არ გახლავართ, მაგრამ ვისურვებდი, რომ საკუთარ ამომრჩეველს იმედი არ გაუცრუონ
- +

7 დეკემბერი. 2020. 16:47

 

 

„გირჩის“ გულშემატკივარი და ამომრჩეველი არ გახლავართ, მაგრამ ვისურვებდი, რომ საკუთარ ამომრჩეველს იმედი არ გაუცრუონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ „გირჩში“ შეთანხმებას მიაღწევენ.

 

„გირჩის“ გულშემატკივარი და ამომრჩეველი არ გახლავართ, ამიტომ, მათ შიდა პარტიულ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ახალმა, მცირე პარტიამ საკმაოდ კარგი მხარდაჭერა მიიღო. ერთადერთ რამეს ვისურვებდი, რომ საკუთარ ამომრჩეველს იმედი არ გაუცრუონ. სამწუხაროდ, ეს ნიშნები ჩანს და კარგი იქნება, თუ შიგნით მალე შეთანხმდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner