logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ყველაფერს აკეთებთ ჯანდაცვის სისტემის ჩამოსაშლელად და მერე ჯანდაცვას ლანძღავთ!
- +

7 დეკემბერი. 2020. 16:49

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინც უშვერი სიტყვებით აგინებთ მედიკოსებს, პანდემიის გამო, მერე არ თქვათ სადმე, სალუქვაძეს დავუბლოკივარო. ერთ-ერთი მიზეზი ესაა, რისთვისაც ვბლოკავ გაუფრთხილებლად.

 

ხმა არ დაგიძრავთ, როცა წინასაარჩევნოდ ან არჩევნების შემდეგ ხალხმრავალ აქციებს აწყობდნენ, პირიქით, ხელსაც უწყობდით ან აქეზებდით, ან მონაწილეობდით კიდეც.

 

ხმა არ დაგიძრავთ, როცა სავაჭრო ცენტრებს აწყდებოდა ხალხი.

 

სხვათაშორის, პანდემიის დროს ფასდაკლებების გამოცხადება, იგივე ე.წ. შავი პარასკევი (თქვენი მარიაჟობა არ გაიშვა, „შავი პარასკევის“ გარდა ყველაფერია), დივერსიაა. გააპროტესტეთ?

 

ჰოდა, აბა, რას იგინებით? ჯერ ყველაფერს აკეთებთ ჯანდაცვის სისტემის ჩამოსაშლელად და მერე ჯანდაცვას ლანძღავთ.

 

გგონიათ, არ შემეხო საახლობლოში? რამდენიმე დღე-ღამე ახლო ნათესავი სხვა დააავადებებით საავადმყოფოში ვერ დააწვინეს. ზოგიერთ ახლობელს ინფექცია აღმოაჩნდა და ასევე იყო შეფერხებები.

 

ჩვენ დაგვჭირდა სასწრაფო. ნახევარ საათში მოვიდა. სხვა დროს, ალბათ, ბევრი იქნებოდა ნახევარი საათი. მოვიდნენ დაღლილები. ყავაზე ან ჩაიზეც კი უარს ამბობენ. გააკეთეს თავისი საქმე და წავიდნენ.

 

ოჯახის წევრებს ჰქონდათ საეჭვო კავშირები შესაძლო დაინფიცირებულებთან. ჩავუტარე ყველას ტესტები. აღმოჩნდა უარყოფითი. ამის მიუხედავად, ყველანი, ექიმების მითითების გარეშე, თითქმის ორი კვირა ვიყავით თვითიზოლაციაში, იმის მიუხედავად, რომ საჭიროება არ იყო. ტელევიზიებში არ დავდიოდი, სახლიდან ვერთვებოდი.

 

რად უნდა ასეთ საკითხებს გინება და ხმაური?

 

ზოგიერთ ქვეყანაში, შეზღუდვების ფარგლებში, ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კონტაქტს უკრძალავენ.

 

ჩვენთან დავიმხეთ თავზე ყველაფერი, ავაფეთქეთ ეპიდვითარება და, ახლა, ჯანდაცვას ვატრიალებთ ყველა ბრუნვაში.

 

ვის რა გამოძრავებთ, არ ვიცი. კრიტიკა გსურთ, აკრიტიკეთ, ვინ გიშლით, ან ვინ მკითხავს?! მაგრამ, ვინც უშვერად აგინებთ, თანაც ისეთები, ვისაც ბრალი მიგიძღვით, რა საჭირო ხართ "ფრენდებში"? 4 მილიონში სხვას დავიმეგობრებ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner