„აზერბაიჯანის პარლამენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ იმსჯელებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პარლამენტის მომავალ სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბრისთვისაა ჩანიშნული, მილი მეჯლისი დაამტკიცებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 12 დეკემბრის 00:00 საათიდან საომარი მდგომარეობის გაუქმებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ გამოაცხადა.