logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიულობა
- +

7 დეკემბერი. 2020. 17:17

 

 

„მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიულობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, ნამდვილად ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან დიალოგს ფასილიტაციას უწევენ და მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიულობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner