„მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიულობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, ნამდვილად ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან დიალოგს ფასილიტაციას უწევენ და მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიულობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.