logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვლი: ოპოზიციას სურს თავის თავზე გამოჭრას და მოირგოს კანონმდებლობა
- +

7 დეკემბერი. 2020. 19:46

 

 

„ოპოზიციას სურს თავის თავზე გამოჭრას და მოირგოს კანონმდებლობა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ე.წ პოლიტპატიმრების მოთხოვნის საკითხის დაყენება, არის მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ უდგებიან პოლიტიკურ სისტემას, კანონმდებლობას ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში არიან ჩართული.

მოლაპარაკებების პროცესში, გამოიკვეთა რომ ერთ-ერთი მუხლია კონსტიტუციის ცვლილება და 5%-იანი ბარიერის 1%-მდე დაწევა. ეს ცვლილება იყო მიღებული რამდენიმე წლის წინ, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობით, სადაც განსაზღვრულია ის, თუ მომავალი არჩევნები როგორ ჩატარდება. ოპოზიციას სურს თავის თავზე გამოჭრას და მოირგოს კანონმდებლობა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ. ეს მოთხოვნები, რომელიც კანონგარეშეა მათ უხერხულობას არ უქმნით“, - აცხადებს მჭედლიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner