logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: დავიჯერეთ და შევიქმენით ილუზია, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ
- +

7 დეკემბერი. 2020. 21:36

 

 

„ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ კიდევ წელიწადი-წელიწადნახევარი, სანამ წამალი გაჩნდება, ყველაფერში თავშეკავება და ზომიერება გვმართებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„მაღალი მატება გვაქვსო, ეს ბევრი რამის ბრალია. მე რამდენიმეს გამოვყოფ. ჩვენ ივნის-ივლისში გავთამამდით, დავიჯერეთ და შევიქმენით ილუზია, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ და უკვე დავამარცხეთ „კოვიდი“. თუ გახსოვთ ჩემი იმდროინდელი გამოსვლები, სულ ვიმეორებდი, არა, ბატონებო, კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, არ შევიკრიბოთ, არ გვინდა დიდი ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ჩვენთან არის, ცირკულირებს და თავს აუცილებლად შეგვახსენებს-მეთქი. შედარებით თავშეკავებულად უნდა ვყოფილიყავით. ვიცი, რომ სხვადასხვა რაიონიდან ჩადიოდნენ ბათუმში ქორწილებში. რა სჯობია, რაც მეტი ქორწილი იქნება, მეტი ოჯახი შეიქმნება და მეტი ბავშვი დაიბადება! ამათს უნდა მივესალმოთ, მაგრამ ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ კიდევ წელიწადი-წელიწადნახევარი, სანამ წამალი გაჩნდება, ყველაფერში თავშეკავება და ზომიერება გვმართებს. ამის გამო, რა თქმა უნდა, შემოდგომაზე, წინასაარჩევნოდ იმართებოდა ხალხმრავალი შეხვედრები, სადაც რეკომენდაციების დაცვა ვერ ხერხდებოდა, არჩევნების დღეს, არჩევნების შემდგომ და მეორე ტურის წინ იყო გამოსვლები... მოკლედ, ოქტომბერ-ნოემბერში მობილობა ძალიან მაღალი იყო და ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია ის, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner