logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: იმდენი რა უნდა გადაგიხადონ, რომ დედა 950 000 ადამიანს მიუგდო საგინებლად?
- +

7 დეკემბერი. 2020. 22:13

 

 

– „ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ის ავადმყოფია და ჩვენი საზოგადოების სამარცხვინო ნაწილია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში 950 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. დარწმუნებული ვართ, ამ 950 ათასმა ადამიანმა ეს რომ მოისმინა, ეგრევე ეს სიტყვები აღმოხდა – შენი დედაც, ლევან ბერძენიშვილო!

ბერძენიშვილმა, როცა 950 ათას ადამიანს ავადმყოფად მოიხსენიებდა, ცხადია, წინასწარ იცოდა, რა ხურდასაც დაუბრუნებდა ეს 950 ათასი „ავადმყოფი“.

იცოდა და მაინც თქვა...

კი მაგრამ, ასე როგორ უნდა გძულდეს საკუთარი დედა, რომ 950 ათასი ადამიანის საგინებლად გაიმეტო? ისეთ რა სარგებელს გამოელი აქედან, იმდენი რა უნდა გადაგიხადონ, რომ დედა 950 ათას ადამიანს მიუგდო საგინებლად?

უფროს ძმას არც უმცროსი ჩამორჩება – ისიც ისეთ რაღაცებს დააბრეხვებს ხოლმე, რომ ათასები და ათიათასები ხშირ-ხშირად უკითხავენ დედას.

მოკლედ რომ ვთქვათ, აწყობილი აქვთ ძმებს ბიზნესი დედის ხარჯზე.

ჯერ იყო და გამსახურდიას მომხრეებს ეძახდნენ კრეტინებს და შევარდნაძისგან იღებდნენ მადლობებს, მერე შევარდნაძის მხარდამჭერებს უწოდებდნენ იდიოტებს და სააკაშვილი იხდიდა „მაღარიჩს“, დრო გავიდა, სააკაშვილის ფანებს ჯალათები დაუძახეს და „ქართულმა ოცნებამ“ დაასაჩუქრა უხვად, ახლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ეძახიან ავადმყოფებს და „ნაცმოძრაობისგან“ მოელიან დიდ ჰონორარს, მათი საბრალო და საცოდავი დედა კი, ალბათ, საფლავში ტირის...

ადამიანი, თუ ის ნამდვილად ადამიანია და არა ადამიანის მსგავსი ორფეხა არსება, ცდილობს, ისე იცხოვროს, რომ მისი ნამოქმედარის გამო დედა არ შეუგინოს ვინმემ, ძმები ბერძენიშვილები კი პირიქით აკეთებენ ყველაფერს.

რას იზამ, ასეთია ამათი „ბიზნესი“ – ყოვლად სამარცხვინო, ამაზრზენი, არაადამიანური „ბიზნესი“.

ბიზნესი... დედის გინების ხარჯზე!!!

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner