logo_geo
eng_logo
ვალერი კვარაცხელია: პირველად მსოფლიოში, სწორედ თენგიზ ცერცვაძის გაიდლაინში ჩაიწერა ც-ჰეპატიტის მე-3 გენოტიპის ჰარვონით მკურნალობა
- +

7 დეკემბერი. 2020. 22:34

 

 

 

“დღეს ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე ბატონ თენიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუ როგორ მკურნალობს ბატონი თენგიზი და მისი გუნდი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებით რომლის შესახებ გუშინ ამერიკის პრეზიდენტი საუბრობდა როგორც დიდ მიღწევაზე ამერიკული მედიცინის.” – ამის შესახებ საქართველოს ელჩი ბელარუსში, პროფესიით ექიმი, ვალერი კვარაცხელია ბატონი თენგიზ ცერცვაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

“არ გამიკვირდა და იცით რატომ, იმიტომ რომ მონაწილე ვარ დებატების რომელიც იმართებოდა ც-ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის სხდომებზე პრეპარატ ჰარვონთან დაკავშირებით.

 

არც ერთ გაიდლაინში მსოფლიოში არ იყო გამოყენებული იმ დროს ჰარვონი ც-ჰეპატიტის მე-3 გენოტიპის სამკურნალოდ.

 

პირველად მსოფლიოში ბატონი თენგიზის მეთაურობით გაკეთებულ გაიდლაინში ჩაიწერა ამ ფორმის ჰარვონით მკურნალობა (შედეგი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ცნობილია)

 

ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა და ამის შესახებ როდესმე დავწერ(ეხლა ამის დრო არ არის).

 

დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ უდიდესი მეცნიერის გადაწყვეტილების სისწორე.

 

წარმატებები ყველა ჩემს კოლეგას რომელიც დღეს წინა ხაზზეა და გმირულად ებრძვის ამ ვირუსს!” – წერს ვალერი კვარაცხელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner