logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ხელისუფლებას სისასტიკის არქიტექტორები აუცილებლად უნდა დაესაჯა!
- +

3 ივლისი. 2016. 12:25


საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური  ხელისუფლებას საყვედურობს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაამყარა დემოკრატია, ქვეყანაში მთავარი დამნაშავეები არ დასაჯა.


მისი თქმით, ხელისუფლებას სისასტიკის არქიტექტორები აუცილებლად უნდა დაესაჯა.


მინდა ასევე ვუსაყვედურო ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატია დაამყარა, თუმცა მან ამ კოაბიტაციის გამო არ დასაჯა მთავარი დამნაშავეები, რომელთაც შექმნეს ასეთი რეჟიმი და რომელთაც უამრავ ადამიანს გაუმწარეს სიცოცხლე. ეს ადამიანები დღესაც ასე დაუსჯელები დადიან. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველა უნდა დაისაჯოს, რადგან ნახევარი საქართველო იყო იმ რეჟიმის მიერ გასვრილი ათას უკანონობაში, მაგრამ ის ხალხი მაინც, რომლებიც იყვნენ ამ რეჟიმის შემოქმედი და არქიტექტორები ისინი მაინც უნდა დასჯილიყვნენ და ალბათ სულხან მოლაშვილის სიკვდილი დააჩქარებს იმ პროცესს, რომ არ გადმოვიდნენ საზოგადოებსთან შეტევაზე და მათი დასავლელი პატრონებისაგან გათამამებულნი ბოკერიები და მსგავსი წარმონაქმნები და ის არასამთავრობოებიც, რომლებიც ორკესტიტრებულად მხარს უჭერდნენ... ამით მოხდა იმ ელჩების ლუსტრაცია მოხდა, რომლებიც მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისაკენ ერთი სიტყვა არ დაუძრავთ უსამართლობის დასაგმობად, რომელშიც ცხოვრობდა 9 წელი ეს ქვეყანა და ამ უსამართლობის არათუ დაგმობა, არამედ წახალისება ხდება დღესაც მათი მხრიდან", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner