logo_geo
eng_logo
ინდოეთის ხელისუფლება ახალი დაავადების გავრცელების შესახებ იუწყება
- +

8 დეკემბერი. 2020. 02:24

 

 

ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი დაავადებით 300-მდე პაციენტია ჰოსპიტალიზებული. დაავადება  ქალაქ ელურუში მის შემოგარენში გასულ კვირა დღეს დაფიქსირდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაზარალებულები უჩიოდნენ თავბრუსხვევას, ეპილეფსიას, მოულოდნელად გულის წასვლას და კანკალს.

სისხლის და ზურგის ტვინის ანალიზების, ასევე თავის ტვინის ტომოგრაფიის შედეგად, დაავადების დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

 

„ამ დრომდე, დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეს არ გადასდებია. ასაკობრივი შეზღუდვები ავადმყოფობისთვის არ არსებობს. ადამიანები იმ რაიონებიდან, სადაც ელურუს მუნიციპალური წყალმომარაგება მიუწვდომელია, ასევე დაავადდნენ. მათ შორის ისინი, ვინც ყოველდღიურად მხოლოდ მინერალურ წყალს სვამს“, - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner