logo_geo
eng_logo
ტედროს გებრეიესუსი: სადღესასწაულო დღეებში ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, მაგრამ ამას ნუ გააკეთებთ
- +

8 დეკემბერი. 2020. 02:57

 

 

WHO-ს ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოქალაქეებს მიმართავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადამიანებს სთხოვს, რომ დღესასწაულის აღნიშვნის წესებში ცვლილებები შეიტანონ და დაიცვან იმ ქვეყანაში დაწესებული ზომები, რომელშიც ცხოვრობენ.

 

„სადღესასწაულო დღეებში ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ მათი ან თქვენი სიცოცხლის რისკის ფასად ამას ნუ გააკეთებთ.

 

COVID-19 ცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგვიძლია, ვიზეიმოთ. ცვლილებები, რაც დღესასწაულის აღნიშვნის წესში უნდა შეიტანოთ დამოკიდებულია იმაზე, სად ცხოვრობთ. ყოველთვის დაიცავით თქვენს ქვეყანაში არსებული მითითებები, დარჩით ოჯახთან და მოერიდეთ ხალხმრავლობას“, – წერს WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner