„სტრატეგიული ერთიანობა არის გასაღები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციისთვის“, – აცხადებს elpnariai.lt-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.
„საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც მოიცავს ყველა პოლიტიკურ მხარეს, უნდა შეთანხმდეს, რათა მიაღწიონ ეროვნულ კონსენსუსს საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სრულად ფუნქციური პარლამენტის მიერ.
ამ შეთანხმებამ შესაძლოა, ითამაშოს გარდამტეხი როლი ევროკავშირისა და ნატო-ს ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიის ფორმირებაში. ეს სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სამოქმედო გეგმას, რომელიც ეხება საარჩევნო და სახელმწიფო მმართველობის რეფორმას. ამ სულისკვეთებით კი, საქართველოს ამბიცია, რომ 2024 წლისთვის გამოიყენოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, პოზიტიური ნაბიჯია, რაც მოითხოვს ერთიანი ეროვნულ პოლიტიკურ სურვილს“, – წერს კუბილიუსი.
კუბილიუსის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო აჩვენებს მკაფიო ამბიციას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
„საქართველოს წარმატება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, რუსეთზე და შესაბამისად, მთელ მსოფლიოზე.
ჩვენ გვჯერა საქართველოს პოლიტიკური მმართველობის სიმწიფისა ორივე მხარეს. ეს არის გადამწყვეტი მომენტი დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკური არასტაბილურობის ფასი კი, მაღალი შეიძლება, იყოს და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს საქართველოს მომავალზე“, – აცხადებს კუბილიუსი.