logo_geo
eng_logo
სამეგრელოში მძიმე პირობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა
- +

8 დეკემბერი. 2020. 11:23

 

 

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა, სამეგრელოს რეგიონში მძიმე პირობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

 

კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 შენობა, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია, დაიხურება.

 

დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა იმ ოჯახების სია, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს უახლოეს დღეებში მიიღებენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner