ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა, სამეგრელოს რეგიონში მძიმე პირობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 შენობა, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია, დაიხურება.
დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა იმ ოჯახების სია, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს უახლოეს დღეებში მიიღებენ.