logo_geo
eng_logo
პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის ქალია
- +

8 დეკემბერი. 2020. 11:41

 

„პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში „Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს 90 წლის მარგარეტ კინანი გახდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, მარგარეტ კინანს ვაქცინაცია კოვენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ჩაუტარდა.

 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. „Pfizer/BioNTech“-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი.

 

 „Pfizer/BioNTech“-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner